სერგეი რიაბკოვი – ვაშინგტონის მიერ უყრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

უყრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვი კიევთან ნებისმიერ მოლაპარაკებას უაზროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ვაშინგტონმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ტანკების მიწოდების შესახებ და მისი ვასალები, მათ შორის ოტავა, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მიაწვდის უკრაინას ჯავშანტექნიკას, განსაკუთრებით ძველს, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი უყრაინას იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იყენებს.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სერიოზული ინიციატივა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ჯერჯერობით ეს სათანადოდ მკაფიოდ არავის გამოუთქვამს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.