სტოლტენბერგი – თუ ნატოს ქვეყნები ბირთვულ იარაღზე უარს იტყვიან, მსოფლიო უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგება.
„თუ ნატოს ქვეყნები ბირთვულ იარაღზე უარს იტყვიან, მსოფლიო უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგება“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
როგორც გენერალურმა მდივანმააღნიშნა, აშშ-ს გაფართოებული შეკავება, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ქმედებების ფონზე, ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას ვაშინგტონის მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე.
სტოლტენბერგის თქმით: „სანამ ბირთვული იარაღი არსებობს, მით უმეტეს, სანამ რუსეთში ავტორიტარული ძალები ფლობენ მას და ინვესტიციას ახორციელებენ მათ მობილიზაციაში, სანამ ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს ჩინეთი და რას აკეთებს ჩრდილოეთ კორეა, ასეთ ვითარებაში ბირთვულ შეკავებას უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა ეძლევა” – ციტირებს სტოლტენბერგის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „Yonhap“-ი.
წყარო: tv7.ge