ტენესის შტატში კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია TPUSA-ის მიერ ორგანიზებული აქცია – „მოზარდები გენდერული დამახინჯების წინააღმდეგ“ – რადიკალმა ტრანსაქტივისტებმა ჩაშალეს.
კლოე კოლს, მოზარდმა, რომელმაც შეცვლილი სქესი კვლავ დაიბრუნა და გენდერული ტრანზიციის მოწინააღმდეგე აქტივისტი გახდა, ტენესის შტატის ერთ-ერთ ქალაქში ბავშვების მედიკამენტოზური ჩარევის საშუალებით სქესის შეცვლის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლისას ლიბერალი LGBTQ მომიტინგეები დაუპირისპირდნენ.
18 წლის კოლი ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, რომელმაც არასრულწლოვნობის ასაკში ორმაგი მასტექტომია გაიკეთა და სხვადასხვა ტრანსგენდერული მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი გაიარა, სანამ გააცნობიერებდა, რომ ის სინამდვილეში ბიჭი არ იყო და იგი უბრალოდ მიიყვანეს იმ დონემდე, რომ მას ე.წ. „გენდერის დამადასტურებელი“ პროცედურები ჩაეტარებინა.
კოლი კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია TPUSA-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით – „მოზარდები გენდერული დამახინჯების წინააღმდეგ“, სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც LGBT აქტივისტებმა ახალგაზრდისთვის ხელის შეშლა და მისი გაჩუმება სცადეს.
ღონისძიების ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ LGBT მომიტინგეები მისი ხმის ჩახშობას ხმაურით, მეგაფონების, სასტვენების, დასარტყამი საშუალებების გამოყენებით.
LGBT აქტივისტებს ხელში ეჭირათ ბანერები შემდეგი წარწერებით: „მოზარდებს უყვართ ტრანსვესტიტების შოუები“, „თქვენ თუ ნამდვილად ეწინააღმდეგებით აბორტს, მაშინ მხარი უნდა დაუჭიროთ ტრანსების ჯანდაცვას“, „ტრანს ადამიანების არსებობის წინააღმდეგ ბრძოლა გენოციდის ტოლფასია“ და ა.შ.
კადრებში ასევე, ჩანს თუ როგორ ყვირიან ტრანსაქტივისტები შემდეგ ტექსტებს: „იესოს უყვარს ტრანს ბავშვები“ და მეგაფონების საშუალებით კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია TPUSA-ის მიერ გენდერული ტრანზიციის წინააღმდეგ გამართული ღონისძიების მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: itv.ge