უყრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა წელს დრონების შესაძენად 545 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს

უყრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უყრაინა წელს დრონების შესაძენად 545 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

„უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის განვითარება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გენერალურ შტაბთან კონსულტაციებისა და ტესტირების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ 16 კონტრაქტი გააფორმა უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ მწარმოებლებთან. ჩვენ გავზრდით უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვებს თავდაცვის ძალებისთვის 2023 წელს“, – აღნიშნა უყრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.