ვლადიმერ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უყრაინელი სამხედროები მოინახულა.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, – წერს ზელენსკი.