ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი – ბრიტანეთის არმია მძიმე მდგომარეობაშია.
ბრიტანეთის არმია მძიმე მდგომარეობაშია, მიუხედავად ორ ათწლეულის მრავალმილიარდიანი ინვესტიციისა, განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ტობიას ელვუდმა.
“სახმელეთო ძალები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. არსებობს სახმელეთო ომების სამი ძირითადი კომპონენტი: – ეს არის ტანკები, ძირითადი საბრძოლო ტანკები, საბრძოლო ჯავშანტექნიკა და სადაზვერვო მანქანები. ჩვენ გვყავს (ტანკები) Challenger 2, (BMP) Warrior და ( სადაზვერვო მანქანები) Scimitar და ისინი ყველა 20, 30 და 50 წელზე მეტი ასაკისაა ყოველგვარი მოდერნიზაციის გარეშე“, – განუცხადა მან „Sky News“-ს.
ევლუდის თქმით, გაერთიანებული სამეფო წლების განმავლობაში „უზარმაზარი თანხების“ ინვესტიციას ახორციელებდა საზღვაო შესაძლებლობების განვითარებისთვის, ავიამზიდების მშენებლობაში, მებრძოლების გაწვრთნაში, მაგრამ, მაგალითად, ტანკების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე ათეული წლის წინ ბრიტანეთს 900 ტანკი ჰყავდა მოხმარებაში, ახლა კი მხოლოდ 148 ცალი ჰყავს – დასძინა ელვუდმა.
წყარო: alt-info.ge