,,დამირეკეს და მითხრეს, რომ… ლევანი აღარ არის” – ცოტა ხნის წინ ქართველი შემსრულებელი გარდაიცვალა

მუსიკოსი გია თოიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ჯგუფ ,,წერილის” წევრი,  ლევან სვანიძე გარდაიცვალა.

,,მიჭირს, არც კი ვიცი როგორ ვწერ, დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა… ლევანი აღარ არის”, – დაწერა თოიძემ სოციალურ ქსელში.

ჯგუფი ჩამოყალიბდა 1995 წელს თბილისში და მას „ამორალი“ ერქვა. შემადგენლობაში შედიოდნენ: გია თოიძე (ვოკალი, გიტარა); ლევან სვანიძე (ბასი); კოტე კალანდაძე (გიტარა); დათუნა თოიძე (დრამი).

1996 წელს ჩაწერეს სინგლი „ოთხივე მხარეს“[1]. ამავე წელს შედგა მათი დებიუტი ფესტივალზე „მარგარიტა 1996“. 1997 წელს ჯგუფს დაემატა სანდრო კაპანაძე (კლავიში, საქსოფონი), რომელთანაც ერთად ჩაწერეს ალბომი „უძირო გზა“. მალე დასარტყამ ინსტრუმენტებზე დათუნა თოიძე შეცვალა დათო მაჭავარიანმა (კაკადუ), კოტე კალანდაძე კი გიორგი ჟორჟოლიანმა (ჟორჟიკა). 1999 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა.

2001 წელს გია თოიძემ და ლევან სვანიძემ აღადგინეს ჯგუფი ახალი სახელწოდებით „წერილი“. 2005 წელს გამოვიდა ალბომი „სხივი“. 2009 წელს ჩაწერეს რიგით მესამე ალბომი „ამ ქალაქში“.

2014 წელს გამოვიდა ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი დანგრეულ სახლში.

ჯგუფის წევრები
გია თოიძე (ვოკალი, გიტარა)
ლევან სვანიძე (ბასი)
აჩიკო ქელბაქიანი (გიტარა)
მინდია გაბაშვილი (დრამი)