დავით მათიკაშვილი: იქნებ ვინმემ ჰკითხოს ეკა გიგაურს, რატომ არ უყვარს ასე ძალიან საკუთარი ქვეყანა

იქნებ ვინმემ ჰკითხოს ეკა გიგაურს, რატომ არ უყვარს ასე ძალიან საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„როდესაც საკუთარი ოფისის სათაო განყოფილება ერთს ამბობს და თბილისის ოფისი აბსოლუტურად მეორეს და ციტირებას აკეთებს და ხაზს უსვამს სათაო ოფისის გადაწყვეტილებაზე ისევ საკუთარი ციტირების ფარგლებში არსებულ ტყუილზე, ამით ყველაფერი ნათქვამი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.