გადმოცემის პირველ ტალღაში უყრაინის შეიარაღებული ძალები 140-მდე თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს. ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.
“გადმოცემის პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე დასავლური მოდელების ტანკების 120-დან 140-მდე ერთეულს მიიღებს. ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams. და Leclerc-ების ძალიან დიდი იმედი გვაქვს”, – განაცხადა კულებამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ უყრაინა სატანკო კოალიციის შემადგენლობის გაფართოებასა და უკვე დამტკიცებული მონაწილეებისგან წვლილების შემოტანაზე მუშაობას აგრძელებს.
კულებას თქმით, სატანკო კოალიცია ახლა 12 მონაწილეს ითვლის, მაგრამ კოალიციის ყველა ქვეყნისა და მათი პრაქტიკული წვლილების დასახელება ჯერ ადრეა.
“ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები მათ შიდა პროცედურებთან შესაბამისობაში”, – თქვა კულებამ.