დმიტრი მედვედევი – მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები ჩაიშალა

მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული – აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარიების გადახდის გარეშე ყველაფერზე, ფილმებიდან დაწყებული ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.