“ძველი ნავი ხელნაკეთი ლურსმნებით” – მოქალაქეები სპეციალისტების დახმარებას ითხოვენ

რობერ მესხი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ეს ძველი ნავი გააშიშვლა თუ გამორიყა ზღვამ ფოთის სანაპიროზე, შუქურასთან ახლოს…
ვინ იცის, ვისი იყო და სად უმოგზაურია… ცერისსიმსხო ხელნაკეთი ლურსმნები ამოსჩრია ალაგ-ალაგ, შერჩენილი აქვს ხოფების გასაყრელი რგოლებიც…
იქნებ, მიექცეს ქალაქის ადმინისტრაციისა და სპეციალისტების ყურადღება, ვიდრე ზღვა დაშლის ან ხელახლა გადამალავს… ხომ შეიძლება, სამუზეუმო ექსპონატს გვჩუქნიდეს პოსეიდონი…”