გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: აქამდე იყო ჟურნალი და ახლა იწყება თავდავიწყება

„ნაცმოძრაობაში“ ახლა იწყება თავდავიწყება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობაში“ რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, ის ხდება. აქამდე იყო ჟურნალი და ახლა იწყება თავდავიწყება. დღეს პირველი ცეცხლი გაიხსნა და ითქვა, რომ გამარჯვებულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არეულობა და ქაოსი პარტიაში არ იყოს, თუმცა, მინდა შევახსენო ყველას, რომ გამარჯვებული მხარე არის ხაბეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ჩემს უკან არის მერებიშვილი, კეზერაშვილი და მინდა რევოლუცია. რანაირად იქნება ეს განცხადება იმის გარანტი, რომ სადმე შეიძლება იყოს სიმშვიდე?!“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.