ნატო განაგრძობს იაპონიასთან პარტნიორობის გამტკიცებას უყრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა.
„უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ ასევე ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონია გვაძლევს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ტვირთების შესაძლებლობების გამოყენებით“, – განცხადა სტოლტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მანამდე სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც სეულს მოუწოდა, გაზარდონ უყრაინის სამხედრო მხარდაჭერა.