იენს სტოლტენბერგი – უყრაინაში ვლადიმირ პუტინის გამარჯვება იქნება ტრაგედია უყრაინისთვის

უყრაინაში პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უყრაინისთვის და ასევე ძალიან სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნების მიღწევა შეუძლიათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი და იაპონიის პრემიერი თანხმდებიან, რომ რუსეთისა და ჩინეთის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა, უსაფრთხოების სფეროში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაძაბულ გარემოს ქმნის.

ერთი დღით ადრე, სამხრეთ კორეაში ვიზიტისას სტოლტენბერგმა ჩინეთი დაადანაშაულა ნატო-სა და უყრაინაში ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთთან ერთად, გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოში არსებულ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს.