აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უყრაინას F-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ მიაწვდის.
თეთრ სახლთან ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, გეგმავდა თუ არა პრეზიდენტი უყრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდებას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა: „არა“.
ჯო ბაიდენს მანამდეც განუცხადებია, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში არ არის.
მედიასთან საუბრისას, ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, ეწვევა თუ არა ევროპას თებერვალში, უყრაინაში ომის დაწყების წლისთავზე. ამასთან, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს პოლონეთში ვიზიტს, თუმცა არ არის დარწმუნებული, როდის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა უყრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის 31 ტანკის გაგზავნის შესახებ განაცხადა.