ჯო ბაიდენი ვლადიმერ ზელენსკისთან თანამედროვე იარაღის შესახებ საუბარს აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის განიხილავს თავის უყრაინელ კოლეგა ვლადიმერრ ზელენსკისთან კიევის მოთხოვნას, უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდების შესახებ შესახებ.  ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.

„ჩვენ ვაპირებთ საუბარს”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ წინა დღით, ბაიდენმა უპასუხა „არა“ კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა უყრაინისთვის დასავლური F-16 გამანადგურებლების მიწოდებას.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უყრაინას უკვე უწევს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას და ხელმძღვანელობს კიევის საჭიროებებითა და ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით.