ხორვატიის პრეზიდენტი – უყრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის წინააღმდეგი ვარ, ეს ომს ახანგრძლივებს

მე წინააღმდეგი ვარ უყრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.

ხორვატიის პრეზიდენტმა უყრაინაში ტანკების გაგზავნა გააკრიტიკა.

„რა არის მიზანი? რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“, – თქვა ზორან მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უყრაინის ნაწილი აღარასდროს იქნება.