კობა ხაბაზი: თუ მიშას გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო? იქნებ “არ” გამორჩა? – ასე “აპრავებთ” პარლამენტში ყოფნას?

ვთვლიდი და ვთვლი, რომ მხოლოდ უკომპრომისო წინააღმდეგობის მოძრაობით არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი. არჩევნების გზის, “მეორე ფრონტის” და “ყველგან დისკომფორტი უნდა შევუქმნათ” თეორიის მომხრეებმა გთხოვთ თავი შეიკავოთ, სინამდვილეში ეგ თეორია ზოგიერთებისთვის სკამის გადარჩენის თეორიაა და სხვა არაფერი! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

კობა ხაბაზი: თუ მიშას გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო? იქნებ "არ" გამორჩა? - ასე "აპრავებთ" პარლამენტში ყოფნას?

“თუ მიშას გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო? იქნებ “არ” გამორჩა? იქნებ უნდა ეთქვა:”თუ არ გაათავისუფლებთ დავტოვებთ პარლამენტსო?და თუ არ გაათავისუფლეს, ესე იგი რჩებით პარლამენტში? ანუ გინდათ თქვათ, რომ თქვენი პარლამენტში ყოფნა იმდენად დიდი დისკომფორტია ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომ შეიძლება მიშას გათავისუფლებას დათანხმდნენ? ასე “აპრავებთ” პარლამენტში ყოფნას?ჰო, ზუსტად ვიცი, 2024-ში ასე გაპრავდება არჩევნებში მონაწილეობა, “ბეჭებზე უნდა დავდოთ ოცნებაო”, “ვერ გაგვიყალბებენ, ხელებს მოვამტვრევთო”, შემდეგ იქნება “ახლა პარლამენტში უნდა შევიდეთ და იქ გავხსნათ ფრონტიო”…პირიქით, პირიქით!ვთვლიდი და ვთვლი, რომ მხოლოდ უკომპრომისო წინააღმდეგობის მოძრაობით არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი. არჩევნების გზის, “მეორე ფრონტის” და “ყველგან დისკომფორტი უნდა შევუქმნათ” თეორიის მომხრეებმა გთხოვთ თავი შეიკავოთ, სინამდვილეში ეგ თეორია ზოგიერთებისთვის სკამის გადარჩენის თეორიაა და სხვა არაფერი!” – წერს კობა ხაბაზი.