საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს.
საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტი, სკოლები და ენერგეტიკის სექტორი დააზარალა.
რკინიგზის ოპერატორების ინფორმაციით, ავტობუსები, მატარებლები და ტრამვაი ქალაქებში პარიზიდან ნიცამდე, ისევე როგორც რეგიონული და ჩქაროსნული მატარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად შეფერხდა.
მასწავლებელთა მთავარ პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ბაგა-ბაღებისა და დაწყებითი სკოლების მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი გაფიცული იქნება.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების უმრავლესობა არ ეთანხმება მაკრონის გეგმას საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის შესახებ. საპროტესტო ტალღას ყველა ძირითადი პროფკავშირი შეუერთდა.