ვიდრე ფინეთი და შვედეთი ვალდებულებებს არ შეასრულებენ, თურქეთის პარლამენტი არ მოახდენს ნატოში მათი გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას, – ამის შესახებ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ვიზიტით, იმყოფებოდა პარლამენტში, შეხვდა პარტიების წარმომადგენლებს. მან დაინახა, რომ ყველა პარტია ერთხმად ამბობს – ვალდებულებების შესრულების გარეშე რატიფიცირება შეუძლებელია. ამიტომ ახლა ამ დოკუმენტის მხარდაჭერაზე საუბარი უადგილოა“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.
მისივე თქმით, პირველ რიგში, საუბარია შვედეთის განაცხადზე, მაშინ როდესაც ფინეთის განაცხადმა შესაძლოა თურქეთის მხარდაჭერა მოიპოვოს.