მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილს – გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს.

მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.

„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობს, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.