ნატა ფერაძის საქმეზე “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ნატა ფერაძის საქმეზე “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატა ფერაძის ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დასკვნითი პროცესი გაიმართა – მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ზურაბ კობახიძისა და გოგა თუხარელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ სასჯელის სახით ათას-ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება 22 ოქტომბერს ნატა ფერაძის ავტომობილის დაზიანებას, რაც თავად ფერაძემ „ალტ-ინფოს” წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციას დაუკავშირა. შედეგად პარტიზანი მებაღე სასამართლომ დაზარალებულად ცნო, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ფერაძისა და მისი ლიბერალი ე.წ. აქტივისტებისგან „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისებზე არაერთ თავდასხმაზე სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ჯერჯერობით რეაგირება არ ყოფილა.

მსჯავრდებულების ადვოკატის, სერგი ხურციძის, განცხადებით, დანაშაულის მოტივი სამართალდამცავების მიერ ნატა ფერაძის მიმართ შესაბამისი ღონისძიების არგატარება იყო.

წყარო: ptn.ge