“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ.

კომპრომატების ომი დასრულებულია – მოღალატეობრივი პარტიის თავმჯდომარეობა მერაბიშვილ-კეზერაშვილის კლანის კანდიდატს ერგო. არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად ,,ნაციონალურ მოძრაობაში” დაშლის პროცესი დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამის შესახებ საჯაროდ უკვე განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, აკაკი მინაშვილმა. თანამდებობა დატოვეს პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა და მირდატ ქამადაძემ, ასევე, პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ. ნაც.სექტის თანამდებობები პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მოადგილემ, ანა გოგოლაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარაიამაც დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტი დატოვა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ. ომის პარტიის ზოგიერთი წევრის განცხადებით, ნაც.სექტას ხაბეიშვილის სახით ფულით არჩეული, არაფორმალური მმართველი ჰყავს.

წყარო: itv.ge