ნიკოლოზ სააკაშვილი: ვრცელდება ინფორმაცია, სამედიცინო დოკუმენტში მიშას სიმაღლე შეამცირეს, რომ კატასტროფული კლება არ გამოვიდეს

ვრცელდება ინფორმაცია, სამედიცინო დოკუმენტში  მიშას სიმაღლე შეამცირეს, რომ კატასტროფული კლება არ გამოვიდეს. თუ ეს დადასტურდა, ნამდვილი კრიმინალია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, კლინიკა ,,ვივამედთან” განაცხადა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოიკლო ძალიან ბევრი და ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მიშას ოფიციალურ სამედიცინო დოკუმენტში გადაკეთებულია მისი სიმაღლე. თუ ეს დასტურდება, ეს ნამდვილი კრიმინალია. შეამცირეს მიშას სიმაღლე, რომ არ გამოვიდეს კატასტროფული კლება. მე კიდევ იმედი მაქვს, რომ ექიმური ფიცი მაინც გაიმარჯვებს და იქნება ნორმალური ინფორმაცია“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.