ფოთის პორტში CMA CGM-ის ახალი სერვისის პირველი გემი მიიღეს

„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთმა საზეიმოდ მიიღო საზღვაო ხაზის, CMA CGM-ის, ახალი სერვისის პირველი გემი.

„ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, M/V Maren-ი რეგულარულად იმოძრავებს პირეუსის, ამბარლისა და ფოთის პორტებს შორის.

„გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, სადაც ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთების წილი განსაკუთრებით დიდია, ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ CMA CGM-ის ახალი Caucasus Georgia Express სერვისი, და დამატებითი წვლილი შევიტანოთ რეგიონული ბაზრის მდგრად განვითარებაში“,- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის კომერციული დირექტორმა იენ როლინსონმა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 1118 TEU ტევადობის გემი ფოთის ნავსადგურში დაახლოებით ათ დღეში ერთხელ შემოვა და დააკავშირებს საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან.