რეზნიკოვი F-16-ებზე – დახმარების ყველა სახეობას გაუვლია “არა”-ს ეტაპი, ეს ნიშნავს “არა”-ს დღეის მდგომარეობით

F-16-ებთან დაკავშირებით აშშ-ის “არა” მხოლოდ დღეისთვის “არა”-ს ნიშნავს. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექს რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგა სებასტიენ ლეკორნიუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დახმარების ყველა სახეობას გაუვლია “არა”-ს ეტაპი. ეს ნიშნავს “არა”-ს დღეის მდგომარეობით”, – თქვა რეზნიკოვმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ “არა”-ს შემდეგ ტექნიკური შესაძლებლობების განხილვა იწყებოდა, შემდეგ – ეკიპაჟების მომზადება და, შედეგად, ამა თუ იმ სისტემები გადაცემა.

“ასე იყო HIMARS-თან, 155 მმ არტილერიასთან, იგივე Bradley-სთან. გერმანულ Leopard-ებთანაც თავდაპირველად “არა” იყო, ახლა კი სატანკო კოალიცია გვაქვს. ამიტომ მე მჯერა შემდეგი “თვითმფრინავების კოალიციის”. მაგრამ ყოველთვის ჯერ ლიდერი უნდა იყოს. ამიტომაც ვარ აქ”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უყრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე კომენტარის გაკეთებისას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკონიუმ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვები გაიხსენა, რომ საფრანგეთისთვის “არანაირი ტაბუ არ არსებობს”.