რიში სუნაკი უყრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უყრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუნაკის პრესმდივანმა განუცხადა.

„ბრიტანული გამანადგურებლები ძალიან რთულია, მათი გამოყენების სწავლას თვეები დასჭირდება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ ან გამანადგურებლების უკრაინაში გაგზავნას“, – აღნიშნა სუნაკის პრესმდივანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს პარტნიორებთან იმაზე მსჯელობას, რასაც ოფიციალური ლონდონი ყველაზე სწორ მიდგომად მიიჩნევს.

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა უყრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16-ის გამანადგურებლებს არ მიაწვდის.