უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უყრაინას.
„მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, რომელმაც ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა უყრაინის ტერიტორიულ მთლიანობა“, – წერს უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ზე.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ და მადლობას ვუხდით ხორვატიის მთავრობასა და ხორვატ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უყრაინელების ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.