ვის შემოაქვს რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავი – Top-10 კომპანია

საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა და ამით 2021 წლის ლიდერი იმპორტიორი თურქმენეთი ჩაანაცვლა. 2021 წელს საქართველომ რუსეთში 135,128 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა, თურქმენეთში – 191,979 მლნ დოლარის. 2022 წელს შესყიდული ნავთობის ღირებულებით – 158,938 მლნ დოლარი, თურქმენეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორე პოზიციაზე კი რუმინეთია – 251,782 მლნ დოლარით.

 გთავაზობთ Top-10 კომპანიას, რომელსაც რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთოპროდუქტები შემოაქვს: (იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს იბეროილი
  • შპს ლაგუნა
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს ნათიანა
  • შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შპს ტესტა პეტროლიუმი
  • შპს ჯეორჯიან როუტ

(წყარო: საქსტატი)

საერთო ჯამში, 2022 წელს საქართველომ მსოფლიოში 1,336 მლრდ დოლარის ღირებულების 1 330 515 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. 2021 წელს კი 823,040 მლნ დოლარის – 1 272 215 ტონა.