ანატოლი ანტონოვი ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე – “ვაშინგტონს ჰქონდა და ეხლაც აქვს რაღაც დასამალი”

ანატოლი ანტონოვი ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე – “ვაშინგტონს ჰქონდა და ეხლაც აქვს რაღაც დასამალი”.

შეერთებული შტატები მალავს მონაცემებს უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის შესახებ – განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა.

“ამერიკელები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. თუ ასეთი პროგრამა წმინდა მშვიდობიანი ხასიათის იყო, მაშინ რატომ შემცირდა მუშაობა სწრაფად? რატომ აგვარებენ ამ საკითხებს სამხედროები და არა სამოქალაქო სპეციალისტები?” – განაცხადა ანტონოვმა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხი აშკარაა: „ვაშინგტონს ჰქონდა და აქვს რაღაც დასამალი“.

„სხვათა შორის, ამას ადასტურებს თავად ბ-ნი კირბი, რომლის თქმით, პროექტები დაიხურა და ლაბორატორიები გაითიშა უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყებამდე. ანუ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კვლევის შედეგები ყოფილიყო დაცული და რუს სამხედროებს მასალები არ ჩავარდნოდათ ხელში“, – აღნიშნა ანტონოვმა.

წყარო: alt-info.ge