დეკანოიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბლოკოს ავიამიმოსვლის საკითხი – რუსეთთან კეკლუცი მძიმე შედეგს მოიტანს

დეკანოიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბლოკოს ავიამიმოსვლის საკითხი – რუსეთთან კეკლუცი მძიმე შედეგს მოიტანს – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რომ “ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” და ფრენების აღდგენა საბოლოოდ დამოკიდებულია თბილისზე.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაბლოკოს ეს საკითხი, თუ ის დაუყოვნებლივი ავიამიმოსვლის აღდგენას შეეხება. თუ რუსეთი შემოგვთავაზებს, რომ ორმხრივად უნდა გაიხსნას ფრენები, მაშინ ისინი როგორც ჩანს, საქართველოსგან ელოდებიან დასტურს. წარმოუდგენელია, ვისაუბროთ აღდგეს თუ არა ფრენები, როცა უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო აგრესია და რუსეთი აღიარებულია ტერორისტ სახელმწიფოდ. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს შეთავაზება არ მიიღოს. ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან იქნება ძალიან მძიმე, განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი მსოფლიო გადართულია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებაზე და მნიშვნელოვანია კარასინმა ვერასდროს გაუბედოს საქართველოს ისაუბროს იმაზე, ფრენები აღდგება თუ არა”, – განაცხადა დეკანოიძემ.