ხაბეიშვილმა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წვდომა შეუზღუდა.
კერძოდ, „თაიმერის“ ინფრომაციით, პარტიის ცენტრალურმა ოფისმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წალნჯიხის ორგანზიაციას და მის ხელმძღვანელს ავთანდილ გაბელიას “ფეისბუკის“ ოფიცალურ გვერდზე წვდომა შეუზღუდა.
თავის მხრივ, ავთანდილ გაბელია მომხდარზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ახალი თავმჯდომარე შესაბამის განცხადებას გააკეთებს.
“მე, როგორც წალენჯიხა ენმ-ს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, პარტიული სიის პირველი ნომერი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, მოვითხოვ ახსნა განმარტებას მომხდარზე”, – წერს ავთანდილ გაბელია.
წყარო: თაიმერი