კიევში რუსული ენის აკრძალვას ითხოვენ.
უკრაინაში სახელმწიფო ენის დაცვის კომისარმა ტარას კრემენმა განაცხადა, რომ მას კიევში რუსულ ენაზე კომუნიკაციის აკრძალვა შესთავაზეს. გასულ კვირას კიევ-მოჰილას აკადემიაში ასეთი აკრძალვა შემოიღეს.
კრემინმა მხარი დაუჭირა კიევ-მოჰილას აკადემიის ამ გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ ყველა უნივერსიტეტმა იგივე უნდა გააკეთოს “უკრაინის მართლაც პატრიოტი, ძლიერი ნებისყოფის მქონე, განათლებული მოქალაქეების აღზრდისთვის”.
ოქტომბერში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსული ენა უკრაინაში „საერთოდ უნდა გაქრეს“.
წყარო: alt-info.ge