საქართველოს ხელისუფლება არ არის მკვლელი, მკვლელები ჩვენ ვართ, ჩვენი უმოქმედობით – ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სრული სასოწარკვეთა მქონდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები რომ ვნახე, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება მკვლელია, ვფიქრობ, ყველანი ვართ მკვლელები, მე პირველ რიგში, რომლებიც ხმას არ ვიღებთ, არაფერს ვაკეთებთ, დუმილით ამდენი ხანი ველოდებით… ვარკვევთ ხაჭაპური ჭამა 100გრამი ყველით, თუ 200 გრამი ხორცი, ისეთი დეტალების განხილვაში შევდივართ… საკუთარი უმოქმედობის მართლა შემრცხვა და ჩემს მეგობრებთან განვიხილავდი, რა შეიძლება ახლა გავაკეთოთ. საქართველოს პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.