ორბანი – აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირება უნგრეთის გავლით მოხდება

ორბანი – აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირება უნგრეთის გავლით მოხდება, რაც ბუდაპეშტისთვისაც გამარჯვება იქნება.

უნგრეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ – ინფორმაციას ნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრესსამსახური ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდებასაც ითვალისწინებს.

ორბანის განცხადებით, ომმა, რომელიც უნგრეთის მეზობლად მიმდინარეობს, და სანქციებმა, რომლებიც ამ ომზე საპასუხოდ ბრიუსელმა დააწესა, სპეციფიკური საგანგებო სიტუაცია შექმნა უნგრეთისთვის, რომელიც გამოიხატება ევროპის ენერგომომარაგების დაუცველობაში. ამიტომ, ორბანმა ყველაზე რეალისტურ სცენარად ენერგორესურსების აზერბაიჯანიდან ევროპაში ტრანსპორტირება დაასახელა.

ორბანის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირება უნგრეთის გავლით მოხდება, რაც ბუდაპეშტისთვისაც გამარჯვება იქნება.

წყარო: newposts.ge