რაქვიაშვილი: ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხაბეიშვილს თუ უნდა ვინმეს სიყალბის გამო ხელები დაამტვრიოს

ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ამას ვერ გავამართლებ და ვერც ავუკრძალავ, მაგრამ მგონია, თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად-ნახევარია, ყოველდღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ტყუილის გამო დასჯაზე თუა საუბარი, მგონი, ხაბეიშვილს ბევრი ადამიანის დასჯა მოუწევს ოპონენტებისა და თანაპარტიელების ჩათვლით. მგონი, თავადაც ჰქონდა გაკეთებული განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით 00:00 საათზე, რომ დრო აღარ ითმენს და ხვალ თუ არაფერი მოხდებაო. მაშინ ის ან მოატყუეს, ან თვითონ მოიტყუა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იტყუებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ  „ხელები მიემტვრევა ყველას, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს“.