“КГБ – სამუშაოები, “სამხრეთ ოსეთის” საქართველოსთან საზღვარზე, მიზნად ისახავს მოსახლეობის უსაფრთხოებას”

“КГБ – სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას”.

ყველა სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას- განცხადებას ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აკეთებს.

„სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სასაზღვრო ზონაში ყველა სამუშაო მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. საუბარია ვეტერინარულ ღობეზე, რომელიც არ დაუშვებს ადგილობრივი მცხოვრებლების პირუტყვს მეზობელ ტერიტორიებზე გადაადგილებას და დაკარგვას“- აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, სასაზღვრო სამსახური ხაზს უსვამს, რომ ეს ღობეები არ არის სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის აღმნიშვნელი.

წყარო: itv.ge