დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეშელილი ბორის ჯონსონი აშშ-ს უყრაინისთვის თვითმფრინავების, ტანკებისა და შორი მოქმედების არტილერიის გადაცემისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში Atlantic Council-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გთხოვთ თქვენი მოქმედებების ლოგიკის ერთგულები დარჩეთ და მისცეთ უკრაინელებს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს სამუშაო დაასრულონ. მიეცით მათ შორი მოქმედების საარტილერიო სისტემები, მიეცით მათ ტანკები, თვითმფრინავები, ვინაიდან მათ გეგმა აქვთ. მათ იციან რა უნდა გააკეთონ”, – თქვა ჯონსონმა.
მან აშშ-ს მოუწოდა უყრაინა საჭირო ყველაფრით უზრუნველყოს იმისათვის, რომ აზოვის სანაპიროს გასწვრივ “სახმელეთო დერეფანზე” კონტროლი დაიბრუნოს, რომელსაც ახლა რუსეთის ჯარები იყენებენ.
“თუ ისინი [უკრაინის შეიარაღებული ძალები] ამ ტერიტორიებს დაიბრუნებენ – რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ და ამისთვის გეგმა აქვთ, – თუ დაიბრუნებენ მელიტოპოლს, ბერდიანსკს, მარიუპოლს, ამ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენენ, პუტინისთვის ამას ის მნიშვნელობა ექნება, რომ თამაში დასრულებულია”, – თქვა ჯონსონმა.