უყრაინაში სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელების სრული შემადგენლობა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უყრაინული მედია დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი ზვიაგინცევი იქნება.
უყრაინული მედიის ცნობით, თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლებენ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ვადიმ გუცაიტს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრს, პაველ რიაბიკინს.