თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ 2022 წლის ტურიზმის შედეგები გამოაცხადა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობამ 51,4 მილიონს გადააჭარბა, რაც არის რეკორდული მაჩვენებლით გამორჩეული 2019 წლის შედეგის, 51.8 მილიონის 99%. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მე-3 უმსხვილესი ტურისტული ბაზარი გახდა.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ 2022 წლის ტურიზმის შედეგები გამოაცხადა: „2022 წელს ვიზიტორთა მონაცემები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 65%-ით აღდგა და თურქეთმა პანდემიამდელ ციფრებს თითქმის მიაღწია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და მისი ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. 2022 წელს მიღებულმა შემოსავალმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, 46,3 მილიარდ დოლარს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით მეტია. ეს შედეგები აჩვენებს, რომ თურქეთმა პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2028 წლის ბოლოსთვის შევძლებთ მოვიყვანოთ 90 მილიონი ტურისტი და შედეგად,100 მილიარდი დოლარის შემოსავალს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ერსოიმ.
“თურქეთი გაზრდის თავის სარეკლამო აქტივობებს და ყურადღებას გაამახვილებს მის მდგრადობაზე”
მეჰმედ ნური ერსოიმ განაგრძო: „მომავალი 5 წლის განმავლობაში ჩვენი მიზნების მისაღწევად ყურადღებას გავამახვილებთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, ჩვენი რეგიონების, პროდუქტების პოპულარიზაციასა და მდგრადი ტურისტული ეკოსისტემის შექმნაზე. თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც გლობალური ტურიზმის საბჭოსთან (GSTC – Global Sustainable Tourism Council) მთავრობის დონეზე თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს 3-ფაზიან გეგმას 2030 წლის ბოლომდე და ამ დროისთვის ქვეყანაში ჩვენ 100%-ით მდგრადი ტურისტული ეკოსისტემა გვექნება. ჩვენი ბრენდინგი და სარეკლამო აქტივობები ყოველწლიურად გაიზრდება და 2028 წლის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება 9 მიმართულება და 20 პროდუქტის ბრენდი, რომლებიც თავიანთ კულტურას მთელ მსოფლიოში წარმოადგენენ. ჩვენ შევინარჩუნებთ მრავალფეროვნებას და უწყვეტობას კომუნიკაციებში, ამიტომ 2028 წლისთვის ვიმუშავებთ მარკეტინგული კომუნიკაციის ბიუჯეტით, რაც მოიცავს 225 მილიონ აშშ დოლარს.
თურქეთი ტურიზმის ხელშემწყობ აქტივობებში ყურადღებას გაამახვილებს კონკრეტულ სფეროებზე; MICE-ის მთავარი მაჩვენებლები გასტრონომია და სპორტული ტურიზმი იქნება, აქცენტი კი ძირითადად ველოტურიზმზე იქნება გაკეთებული. თურქეთი 12 თვის განმავლობაში 81 ქალაქს გაუწევს ტურისტულ მომსახურებას და სამედიცინო ტურიზმზეც გაამახვილებს ყურადღებას. იგი მსოფლიოში უძველეს ნეოლითურ ადგილზე, ტაშ ტეპელერში აგრძელებს არქეოლოგიურ გათხრებს და ქმნის არქეოლოგიურ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთი გახსნის ახალ არქეოლოგიურ პარკებს იზმირში, ლიკიის გზაზე სიდე-ანტალიაში, გორემე-კაპადოკიაში, ბერგამასა და ასკლეპიონში.
ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობა საქართველოში ავრცელებს.