40-ზე მეტმა ქვეყანამ 2024 წლის ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას მხარი შესაძლოა, არ დაუჭიროს. ამის შესახებ პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა, რომელიც 10 თებერვლისთვის არის დაგეგმილი, იმ დასკვნამდე მივა, რომ 30 ან, შესაძლებელია, 40 სპორტის მინისტრი, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და იაპონიიდან, კატეგორიულად უარყოფენ თამაშებში რუსეთიდან ან ბელარუსიიდან სპორტსმენების მონაწილეობის იდეას”, – აღნიშნა ბორტნიჩუკმა.
მისი თქმით, ოლიმპიური თამაშების მასობრივი ბოიკოტიც არ არის გამორიცხული.
“არა მგონია, რომ ოლიმპიადამდე ხისტი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს და, თუ თამაშების ბოიკოტს გამოვაცხადებთ, კოალიცია, რომლის ნაწილიც ვიქნებით, საკმარისად ფართო იქნება, რომ თამაშების ჩატარება უაზრო გახდეს”, – დასძინა ბორტნიჩუკმა.
ცნობისთვის, გუშინ ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და პოლონეთის სპორტის მინისტრებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობები შეჯიბრებში მონაწილეობისთვის დააბრუნოს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, თუნდაც ნეიტრალური დროშის ქვეშ, უარყოფილი უნდა იყოს.