დადასტურდა, რომ საქართველო ლიდერია და ორივე კანდიდატს ბევრი მაჩვენებლით უსწრებს,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ევროკომისიამ საკმაოდ პოზიტიურად და ობიექტურად შეაფასა ის მისწრაფება, რაც ყოველთვის ჰქონდა საქართველოს, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ეს მიმართულება დღესაც უცვლელია. რთულია ეს გზა და მინდა გავიხსენო, რომ ცოტა უსამართლო დამოკიდებულებაც იყო ჩვენ მიმართ. უკვე მერამდენედ უნდა დავადასტუროთ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაშინაც ვთქვით, რომ ეს იყო უსამართლო დამოკიდებულება, რომ განსაკუთრებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, უპირატესობით ისარგებლა უკრაინამ. მოლდოვაც იყო უპირატესობით წარმოდგენილი, მაგრამ ახლა დადასტურდა, რომ საქართველო ლიდერია. სხვათა შორის ეს შეფასება არ არის იანვარ-თებერვლის, ზაფხულშია გაკეთებული იმ 57-გვერდიან კითხვაზე პასუხებიდან გამომდინარე, რომელი კითხვარიც ევროპისგან იყო მიღებული. საქართველომ ძალიან ბევრი იზრუნა და მიიღო ის შეფასება, რომ ის ბევრი მაჩვენებლით ორივე კანდიდატს უსწრებს“,- აღნიშნა ხუნდაძემ.