ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. თვითონ დაადასტურა, არ ვარ მე ამ საკითხებში კომპეტენტურიო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი.
„მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თმით, არ არსებობს არც ერთი პროცედურა, მედიკამენტი, ექიმის რეკომენდაცია, რომელზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.
ხაჭაპურიძის განცხადებით, „დადასტურდა, რომ სააკაშვილი იღებს საკვებს, მაგრამ არ ერგება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია“.