ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უყრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია შარლ მიშელის „ტვიტერის“ გვერდზე.
„დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ თქვენს ნაბიჯზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, კიევში ევროკავშირი-უყრაინის სამიტი დღეს იმართება.