ვლადიმერ ზელენსკი – ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს – ვიბრძოლებთ

ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ “უყრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

“ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უყრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უყრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდებიან.

“ჩვენ ვთვლით, დაზვერვა და სამხედროები, რომ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ზეწოლა გაძლიერდება. რუსეთს რევანში სურს. და ეს რევანში ზუსტად იქ სურს, სადაც ძალიან სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენი არმიის შესაბამისი იარაღით გაძლიერების მომენტამდე. ვთვლი, რომ შანსი გვაქვს”, – თქვა ზელენსკიმ.