დენის შმიგალმა შესაბამის სამსახურებს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში ყველა მძლავრი გენერატორის გაგზავნა დაავალა

უყრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა შესაბამის სამსახურებს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში ყველა მძლავრი გენერატორის გაგზავნა დაავალა. ენერგეტიკის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული გენერატორები ქალაქში ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტანონ.

როგორც შმიგალმა ტელერამ-არხში დაწერა, მან საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე დაავალა, მიმართონ თურქეთს მცურავი ელექტროსადგურებით დამატებითი მხარდაჭერის თხოვნით.

ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის „უკრენერგოს“ ქვესადგურზე დღეს დილით მომხდარი ავარიის გამო ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.  სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, შაბათს დილით ოდესის შემოგარენში მდებარე „უსატოვოს“ ქვესადგურზე ხანძარი გაჩნდა.

პრემიერ-მინისტრის ცნობით, პირველ რიგში ენერგიით კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და მრავალბინიან საცხოვრებლებს უზრუნველყოფენ.