გერმანიის მოსახლეობის ნდობა ქვეყნის ჯარის მიმართ რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა

გერმანიის მოსახლეობის ნდობა ქვეყნის ჯარის მიმართ რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა – შეიარაღებული ძალების მიერ პოტენციური თავდასხმის მოგერიების შესაძლებლობაში სულ უფრო მეტ გერმანელს ეპარება ეჭვი.

გერმანულ გამოცემა Die Welt-ისთვის ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, გერმანელების ნდობამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიმართ რეკორდულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

სულ უფრო მეტი გერმანელი გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაზე ან მის რომელიმე მოკავშირე სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში, ბუნდესვერის მიერ მოგერიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ქვეყნის მოსახლეობის აზრით, შეიარაღებული ძალების აღჭურვილობასა და შესყიდვების სისტემაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზღუდავს გერმანიის სამხედრო შესაძლებლობებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 35%-მა განაცხადა, რომ მას ზოგადად ბუნდესვერის მიმართ აქვს „ძალიან დიდი“ ან „დიდი ნდობა“, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბუნდესვერს NATO-ს ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმის თავიდან აცილების შესაძლებლობა, გერმანელების 54%-მა განაცხადა, რომ მათ „ნაკლებად“ სჯეროდათ ან „საერთოდ“ არ ჰქონდათ იმის რწმენა, რომ გერმანიის ჯარი ამას შეძლებდა.

რესპოდენტთა მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – 85% – ფიქრობს, რომ ბუნდესვერის საკუთრებაში ამჟამად არსებული სამხედრო აღჭურვილობა გამოყენებისთვის ვარგისი არ არის. გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ის მიერ გასული წლის დეკემბრის ნომერში დაბეჭდილი სტატიის თანახმად, გერმანიის 18 მოდერნიზებული Puma-ს ტიპის ტანკიდან, რომელიც NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის იყო განსაზღვრული, ბოლო სამხედრო წვრთნების დროს ყველა უვარგისად იქნა მიჩნეული.

შეკითხვაზე, გერმანიის გადაწყვეტილების შესახებ, უკრაინის საბრძოლო იარაღითა და ტანკებით მომარაგებასთან დაკავშირებით, რესპოდენტებმა უპასუხეს, რომ არ იყვნენ დარწმუნებულნი, რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი.

გერმანელი მოსახლეობა ასევე, შეშფოთებულია იმ უარყოფითი ზეგავლენის გამო, რაც ომმა გერმანიის ეკონომიკაზე იქონია. გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ გერმანიაში არსებული ეკონომიკური ვითარება თანდათან უარესდება, რაც 12 პროცენტული ქულით ჩამორჩება გასული წლის აპრილში დაფიქსირებულ პიკს.

წყარო: itv.ge