ხანძარს ქალი ემსხვერპლა! – შენობის დატოვება ვერ მოასწრო…

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.

ფიცრულში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგამათბობლისგან გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი