მიხაილ პოდოლიაკი – რუსეთის ოფიციალური პირების მუქარები არის დაშინების მცდელობა

უყრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს პასუხობენ.

როგორც უყრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, უყრაინას შეუძლია ე.წ თავისი ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის, გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით.

„საერთაშორისო სამართალი მკაფიოა, უკრაინის შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. ამიტომ, რუსეთის ოფიციალური პირების მუქარები „შურისძიების დარტყმების“ შესახებ, არის მხოლოდ მასობრივი მკვლელობების ჩადენის განზრახვის დაფიქსირება და დაშინების მცდელობა რუსეთის ტრადიციულ სტილში. ყოველთვის უგულებელყავით მედვედევი“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, უყრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი საკუთარ საპასუხო ქმედებებს არ შეზღუდავს და მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს.