პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პორტუგალია უყრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა ადასტურებს, რომ პორტუგალია უყრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის.

„როიტერის“ ცნობით, ანტონიუ კოშტას არ დაუზუსტებია, როდის და რა რაოდენობის ტანკები გადაეცემა კიევს.

როგორც პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიასთან სათადარიგო ნაწილების შეძენაზე, რომლებიც საჭიროა პორტუგალიის კუთვნილი ტანკების შესაკეთებლად.

პორტუგალიას არმიის შეიარაღებაში Leopard 2A6-ის 37 ტანკი აქვს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა უმოქმედოა.

პორტუგალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უყრაინაში ტანკების გაგზავნა ქვეყნის ეროვნულ სამხედრო პოტენციალს აღჭურვილბის თვალსაზრისით საფრთხეს არ შეუქმნის.